როკ სამყარო


 

rock_wallpaper_fullhd_by_goro85-d45o08q-5108

როკი – მუსიკის პოპულარული ჟანრია, რომელიც ძირითადად 1960-იანების შემდეგ განვითარდა განსაკუთრებით ამერიკასა და ბრიტანეთში. მას ფესვები1940-50 იანი წლების როკ ‘ნ’ როლში აქვს. როკ მუსიკაზე დიდი გავლენა მოახდინა ქანთრიმ და R&B-მ. მუსიკალურად, როკის მთავარი ინსტრუმენტებია ელექტრო გიტარა, ბას-გიტარა და დრამი.

პოპის მსგავსად, სიმღერების ტექსტი ხშირად ასახავს რომანტიულ სიყვარულს, მაგრამ ზოგიერთ მათგანში მოიხსენიება სხვა, სრულიად განსხვავებული თემები. როკში უფრო დიდი აქცენტია გაკეთებული ლაივ შესრულებაზე ვიდრე პოპ მუსიკაში. 1960-იანი წლების ბოლოს გამოიკვეთა როკის ძირითადი ქვეჟანრები – ბლუზ როკი, ფოლკ როკი, ქანთრი როკი და ჯაზ როკი. დროთა განმავლობაში შეიქმნა დღესდღეობით ძალიან პოპულარული და დაფასებული ჯგუფები – ნირვანა, განს ‘ნ’ როუზი, ბიტლზი, პინკ ფლოიდი, ქუინი, როლინგ სტოუნზი. დიფ ფარფლ და კიდევ უამრავი სხვა.

დღევანდელ მსოფლიოში, როკის მოყვარულები გასულ საუკუნეში მოღვაწე ჯგუფებს მისტირიან, სხვები კი ამტკიცებენ რომ დღევანდელ როკ მუსიკოსებსაც შეუძლიათ რამე ახლის და დასაფასებლის შექმნა. სანამ თანამედროვე ჯგუფებს განვიხილავთ, ძველები გავიხსენოთ.

Nirvana

1991 წელს, სინგლის „Smells Like Teen Spirit“-ის გამოშვების წყალობით, ნირვანამ ფეხი შედგა როკის უდიდეს სამყაროში.1989 წელს ნირვანამ გამოუშვა პრიველი ალბომი სახელად Bleach.1989 წლის შემოდგომაზე მოეწყო ტურნე ევროპაში. ბიჭებმა 42 დღეში 36 კონცერტი ჩაატარეს.
Nirvana-ს პოპულარობა ყოველ წამს იზრდებოდა. მათ წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწიეს. ჯგუფს დადებითად აფასებდნენ კრიტიკოსებიც. ბიჭების ფანების რაოდენობა მილიონებს აჭარბებდა.

ნირვანას სოლისტის, კურტ კობეინის გარდაცვალებამ 1994 წელს, მსოფლიო მუსიკალური (და არამარტო) სამყარო შეძრა. ყველა შეშფოთებული იყო. მსოფლიომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსიკოსი…მისი გარდაცვალების მიზეზი დღემდე უცნობია.. ნირვანამ მოღვაწეობა შეწყვიტა. მაგრამ ლეგენდები არასდროს კვდებიან ასე რომ, ნირვანა-სებური სულისკვეთება ნამდვილი მუსიკის დამფასებლებს ახლაც აქვთ გულში.

Guns ‘n’ Roses
( ჩემი საყვარელი ჯგუფი)

განს ‘ნ’ როუზი 1985 წელს ლოს ანჟელესში ჩამოყალიბდა. ესაა ამერიკული ჰარდ როკ ჯგუფი, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ალბომების 100 მილიონზე მეტი ასლი აქვს გაყიდული. მათმა პირველმა ალბომმა, გამოსვლის დღიდანვე დაიკავა პირველი ადგილი აშშ-ს ჩარტებში.
ჯგუფის განსხვავებულმა და უნიკალურად ინდივიდუალურმა სტილმა, ხელი შეუწყოტ დაეპყროთ 80-იანების ჰარდ როკი.

 განს ‘ნ’ როუზმა მსმენელს შესთავაზა მუსიკა, რომელმაც ხელი შეუწყო გლემ მეტალის პოპულარიზაციას და უამრავი მსმენელი მიიზიდა.

The Beatles

1960 წელს ოთხმა ბრიტანელმა ბიჭმა ჩამოაყალიბა როკ ენ როლ ჯგუფი. ოთხივე ინგლისის ქალაქ ლივერპულიდან იყო,
ოთხივეს ერთი და იგივე ოცნება ჰქონდა და ოთხივეს ერთი და იგივე მიზანი ჰქონდათ ცხოვრებაში. ბითლზი დღესაც კი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ოთხეული, რომელიც 1962 წლიდან შედგებოდა ჯონ ლენონის, პოლ მაკარტნის, ჯორჯ ჰარისონისა და რინგო სტარისგან, გასული საუკუნის მუსიკაში დიდი გარდატეხა მოახდინა. ბითლომანია ძალიან ცოტა ხანში მთელ მსოფიოს მოედო. 1963 წელს ჯგუფმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და 1966 წლამდე აქტიურ საკონცერტო ტურებში იმყოფებოდნენ. 1966 წლიდან 1970 წლამდე შეწყვიტეს ყველა სახის ცოცხალი გამოსვლები. ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა 1970 წელს. ჯგუფის ყოველმა წევრმა დრო საკუთარ სოლო-კარიერას დაუთმო. 1980 წელს ჯონ ლენონი ნიუ-იორკში მოკლეს. 2001 წელს გარდაიცვალა ჯორჯ ჰარისონი. მათმა გარდაცვალებამ მთელი მსოფლიო შეძრა. დღესდღებით ბითლზის ორი წევრი მაკარტნი და სტარი მოღვაწეობენ მუსიკალურ სამყაროში. მიუხედავად ჯგუფის დაშლისა, ბითლზი დღემდე პოპულარულია, მათ უდიდეს ღვაწლს ყველა აღიარებს. ოთხეული კვლავ რჩება ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ჯგუფად. ბითლზი მუსიკალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფია.

Pink Floyd

პინკ ფლოიდი ასევე ინგლისური როკ-ჯგუფია რომელიც 1965 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფმა მსოფლიო წარმატებას მიაღწია. პინკ ფლოიდი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და წარმატებული ჯგუფია. მათ მთელ მსოფლიოში გაყიდული აქვთ 200 მილიონზე მეტი ალბომი. ჯგუფი დღესაც დიდი პოპუარობიტ სარგებლობს. თავიდან ჯგუფში შედიოდნენ სტუდენტები: როჯერ უოტერსი, ნიკ მეისონი, რიჩარდ რაიტი და სიდ ბარეტი. მოგვიანებით, სიდ ბარეტმა ჯგუფი დატოვა მისი გაუარესებული გაუარესებული გონებრივი მდგომარეობის გამო. ბარეტი სიმღერების მთავარი ავტორი გახლდათ, მისი წასვლის შემდეგ სიმღერების წერა უოტერსმა დაიწყო.1985 წელს ‘პინკ ფლოიდი’ როჯერ უოტერსმაც დატოვა. დარჩენილმა გილმორმა და მეისონმა განაგრძეს (რაიტის დაბრუნების შემდეგ) მუსიკალური მოღვაწეობა “პინკ ფლოიდის” სახელით. რაზეც უოტერსი გაღიზიანდა და მათი მისამართით სარჩელი შეიტანა სასამართლოში. განაჩენი მის საწინააღმდეგოდ იქნა გამოტანილი… დამტკიცდა, რომ მათ ჰქონდათ ჯგუფის სახელის გამოყენების უფლება. 24 წლის შემდეგ, 2005 წელს ჯგუფის ოთხკაციანი შემადგენლობა აღდგა მხოლოდ ერთი კონცერტისთვის, „Live 8“.

Rolling Stones

როლინგ სტოუნზი ინგლისური როკ-ჯგუფია. ჩამოყალიბდა 1962 წელს, თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ – ბრაიან ჯონსი, იენ სტიუარტი, მიკ ჯაგერი,
კით რიჩარდსი, ბილ უაიმენი და ჩარლი უოტსი. ჯაგერი და რიჩარდსი იყვნენ სიმღერების ავტორები. 1969 წელს, ბრაიანმა გიტარის ინტერესი სრულებით დაკარგა. მსოფლიო მუსიკაში მისი წვლილი მცირდებოდა. მოგვიანებით ჯონსმა დატოვა ჯგუფი, მის მაგივრად “როლინგ სტოუნზ” – ში მიკ ტეილორი მოვიდა. თუმცა არც ტეილორი დარჩენილა ჯგუფში ბოლომდე. იგი 1974 წელს კოლექტივიდან წავიდა. ჯგუფის პოპულაროა იზრდებოდა როგორც ევროპაში, ისე ჩრდილოეთ ამერიკაში.მსოფლიოს მასშტაბით მათ მიერ გაყიდული დისკების რაოდენობა 200 მილიონს აღემატება. რეიტინგების მიხედვით, ბილბორდში ჯგუფი იკავებს რიგით მეორე ადგილს ყველაზე წარმატებული ჯგუფების სიაში.უდაოა რომ როლინგ სტოუნზმა შექმნა უდიდესი ეპოქა მუსიკის ისტორიაში.

გასული საუკუნის ჯგუფებს რათქმაუნდა სრულად არა მაგრამ გარკვეულ წილად მაინც გადავხედეთ. ახლა კი განვიხილოთ 21-ე საუკუნის როკ-ჯგუფებს…თინეიჯერების ნაწილისთვის ისინი კერპები არიან, დანარჩენები კი მათ ნიჭიერებას სრულიად უარყოფენ.

The Pretty Reckless

The Pretty Reckless არის ამერიკული ალტერნატიულ როკში მოღვაწე ბენდი. ამჟამინდეი წევრები არიან ტეილორ მომსენი, ბენ ფილიპსი, მარკ დემონი და ჯემი პერკინსი. მათი პირველი სადებიუტო ალბომი გაყიდვაში 2010 წელს გამოვიდა. ტეილორის სტილს უამრავი თინეიჯერი მისდევს. დღეს ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობს. კრიტიკოსების აზრი ორადაა გაყოფილი. ჯერ არავინ იცის დატოვებს თუ არა კვალს The Pretty Reckless კვალს მუსიკალურ სამყაროში.

Muse

მიუზი 1994 წელს ჩამოყალიბდა ინგლისში. მისი წევრები სკოლის ჯგუფებში უკრავდნენ. შემდეგ ერთად შეიკრიბნენ და შექმნეს ჯგუფი რომელსაც თავიდან სხვადასხვა სახელი, საბოლოოდ კი მიუზი შეურჩიეს. გასულ საუკუნეში ჯგუფი წარმატებით მოღვაწეობდა მაგრამ მსოფლიო აღიარება 2003 წელს გამოსული ალბომი Absolution – ით მოიპოვა.

2008 წელს დემო–კასეტა Newton Abbot Demo Tape გამოვიდა, რომელშიც 1996 –97 წლების პერიოდის მუსიკაა ჩაწერილი. 2009 წელს კი გამოვიდა ალბომი The Resistance რომელმაც ჯგუფის პოპულარობა ერთი ორად გაზარდა.

Coldplay

ქოლდფლეი ესაა ინგლისური როკ-ჯგუფი. ჩამოყალიბდა 1998 წელს. მსოფლიო აღიარება დაიმსახურა 2000 წელს გამოშვებული სინგლით „Yellow“. ჯგუფის წევრები არიან კრის მარტინი, ჯონი ბაკლენდი, გაი ბერიმენი და უილ ჩემპიონი. ქოლდფლეის მსოფლიო მასშტაბით ალბომების 30 მილიონამდე ასლი აქვს გაყიდული. ჯგუფის ადრეულ ნამუშევრებს ადარებდნენ რედიოჰედის შემოქმედებას. ქოლდფლეი მხარს უჭერს სხვადასხვა სოციალურ და პოლიტიკურ მოძრაობებს, მათ შორის, ოქსფამის Make Trade Fair კამპანიასა და საერთაშორისო ამნისტიას. ჯგუფი აქტიურად ეწევა საქველმოქმედო საქმიანობასაც.

Linkin Park

ლინკინ პარკი ამერიკული როკ-ჯგუფია.დაარსდა 1996 წელს ლოს-ანჯელესში. ჯგუფის შიგნით პირადი კონფლიქტების გამო ბენინგტონმა მისი დატოვება გადაწყვიტა. 1999 წელს, უორნერ ბრაზერსთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ჯგუფის სახელი შიცვალა, არსებობდა წინადადება რომ მისთვის დაერქმიათ ლინკოლნ პარკი, რადგან ჯგუფს ყოველ დღე უხდებოდა ლინკოლნ პარკის წინ გავლა, მაგრამ რადგან დომენი lincolnpark.com უკვე არსებობდა და ჯგუფი მის ყიდვას ვერ შეძლებდა. ასე რომ, ლინკოლნი შეცვალეს ლინკინით. ასე გაჩნდა მისი დღევანდელი სახელწოდება. 2003 წელს აბლბომი Meteora-ს გამოშვების პირველივე კვირას, მისი 810 000 ეგზემპლარი გაიყიდა. 2004 წელს MTV-ს მოთხოვნით მათ დაიწყეს თანამშრომლობა ჯეი-ზისთან და მათი ერთობლივი მოღვაწეობის შედეგად გამოვიდა ალბომი Collision Course. ლინკინ პარკი დღესაც არ კარგავს პოპულარობას, პირიქით მას ყოველდღიურად ემატება თაყვანისმცემლები

5 thoughts on “როკ სამყარო

დატოვე კომენტარი