თბილისის სახვითი ხელოვნების მუზეუმი შენდება


გია ჯოხთაბერიძე:

ისინი მე მენდნენ…

Image

“თბილისში ბევრი მითქმა მოთქმა გამოიწვია სახვითი ხელოვნების მუზეუმის ჯერ გამოუქვეყნებელმა პროექტმა. ზოგი ამბობდა შუშის შენობა შენდებაო, ზოგიც- შენობაზე რუსული ორთავიანი არწივი უნდა დაიდგასო. მაგრამ, ეს ასე არ არის! “ხომ იცით, საქართველოში მთავარია სუბიექტი ან ობიექტი იყოს, თორემ მათზე ზღაპრების მოყოლა არ გვიჭირს.

Image

– სახვითი ხელოვნების მუზეუმის აშენების გადაწყვეტილებამდე ასე მივედი… დაახლოებით 18 წლის წინ შევიტყვე, რომ საქართველოში დაბადებული და ჩვენში მოღვაწე ერთ-ერთი ცნობილი მხატვრის ნამუშევრებს მასობრივარ ყიდულობდნენ და მეზობელ ქვეყანაში გაჰქონდათ. ამ დიდი მხატვრის ტლოები ხელოვნების მზეუმშია დაცული მცირე რაოდენობით. რაც მოასწრეს დაგაიტანეს, ჩვენთვის სამუდამოდ დაკარგულია. იმავე პერიოდში ასეთი რამ მეორე ცნობილ მხატვარზეც გავიგე… მის შთამომავლებთან სასწრაფოდ მივედი გარდაცვილი შემოქმედის ნამუშევრები შევიძინე.

ჩემთვის ზოგიერთი სურათ “კომერციულია”, ზოგი კი -არა. “კომერციულს” ვეძახი იმას, რომელიც ყველგან შეიძლება ჩამოკიდო – სახლში, ოფისში და ა.შ. “არაკომერციული” კი, რომელსაც ყველგან ვერ გამოფენ. მას აუცილებლად საგამოფენო სივრცე, გალერეა ან მუზეუმი სჭირდება. იმ დროს შეძენილი 13 ნამუშევრიდან  უმეტესობა “არაკომერციული” იყო, ამიტომ გადავწყვიტე სურათები შემენახა.

Image

ასე ნელ-ნელა ვცდილობდი გადამერჩინა და შემენარჩუნებინა სურათები ჩვენი ქვეყნისთვის. როდესაც მხატვრის ნამუშევარი მუზეუმში ხვდება, ის დაცულია და მას “ფესვები” აქვს. თუმცა შესაძლებელია სურათებს რაღაც ნაწილი შემდგომში საზღვარგარეთაც გაიყიდოს, რაც ხელს უწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას.

როცა კოლექციის შეგროვება დავიწყე, ვფიქრობდი, რომ გარკვეული დროის შემდეგ, რომლიმე მუზეუმს ვაჩუქებდი. სამწუხაროდ აღმოვაჩინე, რომ მუზეუმების საცავები სავალალო მდგომარეობაშია და იქ არსებულ ნამუშევრებს სათანადოდ ვერ უვლიან. გადავწყვიტე ჩემი პატარა კოლექცია შემენახა.

მხატვრები ნუ მიწყენენ და, ცოტა ეჭვიანი ხალხია. პირველ ხანებშ ჩემს წინადადებას ისინი გაოცებით ხვდებოდნენ. მე მათიც კარგად მესმის – ძნელია ერთბაშად შეელიო მთელი ცხოვრების მანძილზე შექმნილ ტიოლებს. მაგრამ აქ მთავარია ნდობის ფაქტორი გახდა – ისინი მე მენდნენ!

Image

ჩვენს კოლექციაში ქართველ მხატვართა დაცული, ჩარჩოში ჩასმული, მოწესრიგებული, გამოსაფენად გამზადებული 3 000-მდე ნამუშევარი დაგროვდა. უკვე ვიცი, რომ ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების ისტორიაში წყვეტა აღარ იქნება… მეამაყება!

ერთი პატარა დარბაზი დაეთმობა  არაპროფესიონალ, მოვარულ მხატვრებს- საქართველოში ცნობილი პიროვნებების ნამუშევრებს, ბევრი უკვე მაქვს, კიდევ მივუმატებ… საინტერესო და სახალისოა.

Image

დარბაზებს ხელოვნურით, კიბეების სივრცეს კი – დღის შუქით გავანათებთ. პირველ სართულზე, რუსთაველის გამზირის მხრიდან, 300 კვ/მ-ის საგამოფენო სივრცე მოეწყობა, სადაც მოკვლევა-დიზაინი, არამუდმივადმოქმედი გამოფენები გაიმართება. იმავე სართულზე კონფერენციების, სემინარების და მასტერკლასების ჩასატარებლად 250 კვ/მ-ის ფართობის დარბაზიც განთავსდება. მეორე სართულზე მუზეუმის ადმინისტრაცია და  საცავი მოეწყობა. საგამოფენო სივრცე, მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებს დაიკავებს, რომელთა ჭერის სიმაღლე 4.2 მ-ია, ფართობი კი დაახლოებით  7 000 კვ/მ-ია.

Image

რუსთაველის გამზირის მხარეს, მუზეუმის პირველ სართულზე, რამდენიმე პატარა პროფილირებული “ბუტიკი” გაიხსნება, სადაც სურათები, რეპროდუქციები, წიგნები, ალბომები, სუვენირები გაიყიდება. მიწის ქვეშ, სამ სართულზე  150 ავტომობილზე გათვლილი ფასიანი საზოგადოებრივი ავტოსადგომი მოეწყობა. გუდიაშვილის მხრიდან თანამედროვე სტილის შენობის პირველ და მეორე სართულებზე რამდენიმე რესტორანი იმუშავებს. გარდა ამისა, იქვე მოსასვენებელი კუთხეებიც მოეწობა, სადაც მუზეუმის სტუმრებს “ჩაის დალევა და ხეოვნებაზე საუბარი” შეეძლებათ. მესამე სართულზე ფიტნეს ცენტრი, სპა და სოლარიუმი განთავსდება, მეოთხეზე კი საცურაო აუზი, რომელიც ცუდ ამინდში მომენტალურად გადაიხურება. მუზეუმის ცენტრალური შესასავლელი ამ შენობის მე-2 სართულს უკავშირდება.

Image

რაც შეეხება სამშენებლო პროექტს, ის ცნობილმა გერმანულმა კომპანიამ W+P-მ და მისმა შვილობილმა კომპანიამ PLAN FORWARD-მა შეგვისრულეს. კონტრაქტის მიხედვით, გარდა პროექტისა, გერმანელებს მშენებლობის ხარისხის კონტროლიც ევალებათ. შენობა 9 ბალზეა გათვლილი.  როცა გამოცდილი ქართველინმშენებლები მშენებლობაზე მოდიან, ამბობენ – ამდენი არმაურა ერთად არ გვინახავს, ჰიდროელექტროსადგურის კაშხალში არ დებენ ამდენსო…

მუზეუმს ქართული სამშენებლო კომპანია იმკ+ აშენებს.

Image

  და ბოლოს, ორი სიტყვა არწივზე. როგორც ვიცით, დასავლეთ საქართველოში, ვანში აღმოჩენილია ძვ.წ. II-I საუკუნის არწივის სამი ფიგურა. ეს არქეოლოგიური ექსპონანტები ქართველი ერის სიამაყეა. ოცდასამი საუკუნის წინ ჩვენი წინაპრები ასეთი დონის ხელოვნებას ქმნიდნენ. და ეს როგორ არ უნდა წარმოგვეჩინა?! ქანდაკება, რომელიც ახლა მზადდება, წარმოადგენს ვანში აღმოჩენილი სამი არწივის სინთეზს და მასში ამ ფიგურების სხვადასხვა დეტალია გაერთიანებული. ეს ნამუშევარი ბრინჯაოში ჩამოისხმება და ჩვენი მუზეუმის გარე ფასადს დაამშვენებს. ქანდაკება, რომლის სიმაღლე 2,5 მ-ია, ფრთების გაშლა კი 4 მ., შენობის ფასადზე 11 მეტრის სიმაღლეზე  განთავსდება. არწივის 1 მეტრიანი თითბერის ასლი , მუზეუმის ცენტრალურ ფოიეში ჩამოიკიდება. მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ვინც მაღალი შეფასება მისცა პროექტს და მხარს უჭრს მის განხორციელებას. “

Image

11 thoughts on “თბილისის სახვითი ხელოვნების მუზეუმი შენდება

  1. დრაკულას სასახლეა . გაურკვეველი წარმოშობის ქვეყნის მულტფილმიდან. სადღაც წვრილთვალება პრინცესაც იქნება გამოკეტილი . და იცავს გიგანტური შევარდენი. მარა ბარემ ედიკას ძეგლი დაედგათ . უფრო ეპიკური იქნებოდა. )))
    ყველაზე კარგი ადგილი იყო თბილისში. და მოფიქრებაც რო გაუჭირდება კაცს იმაზე ცუდ შენობას დგამენ. . გაურკვეველი არქიტექტურის. მაშტაბის( მასშტაბის დაგდებისთვის სამ შენობად დაყოფა. (( ) , პროპორციების,მასალების . (ეს დარეფრეშებული ბაგრატის სახურავის მატერიალი., ლურჯი შუშა, ყვითელი ქვით მოპირკეთება , 2 ტონის ნაცრისფერი . )) ფუნქციაც . გუდიაშვილის მხარის . ალექსანდრეს ბაღის მიმდებარე, რა კარგად განვითარება, სივრცეების მოწყობა და ადგილის გაცოცხლება,დატვირთვა შეიძლებოდა

    1. თქვენ არქიტექტორი ბრძანდებით? რავიცი მე პირადად მომწონს, სხვა რას გააკეთებდა ეს ჩემი საქმე არაა… მუზეუმები ხალხს არ მოწონს რავქნათ ხელოვნება აღარავის უნდა. ალბათ ერთი სტადიონი უნდა ჩაედგათ რომ ბოლოს დაგლეჯილი ბადეები დარჩენილიყო და ხელოვნური ბალახის ნაგლეჯები. ან რაიმე კლუბი ოფლიანი და სოფლელი საზოგადოება რომ ივლიდა. ანდა საერთოდ სტრიპტიზ ბარი რომ ყოფილიყო უფრო გაიხარებდა ხალხი. სკვერი რომ იყოს, დანარჩენები ხო შეინარჩუნეს ისევ ახალივითაა და ესეც იგივე ბედს გაიზიარებდა. შეიძლება ვინმე მილიარდერს ან მილიონერს გაეხსნა რაიმე მაღაზია ან რამე ისეთი რომ დრო ეტარებინა და “სვეცკ”ა”ობა” დაეწყო ხალხს… მუზეუმებს გირჩევნიათ დაბალი დონის არაცივილიზებული შენობები, საკუთარი კარგი გგონიათ და სხვისი ცუდი.

  2. გამოხმაურება: Tbilisi from 1997 to 2015 | Gio's blog
  3. რასაც აკეთებთ ეს უდიდესი საქმეა ბევრი დამერწმუნება, დიდი მადლობა რომ საქართველოში არსებობთ ხელოვნების აღზევბის უდიდესი მეცენატი.

  4. მაინტერესებს როდის იგეგმება გახსნა და კადრების შერჩევა ვის ეხება? თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ…

  5. ხელოვნება კარგია ძალიან, მაგრამ ცოტა ზედმეტად შეუსაბამო ხომ არაა რუსთაველის გამზირთან ეს ქართული სახვითი ხელოვნების მხსნელი და გადამრჩენელი?

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s