Led Zeppelin


Image

დისკოგრაფია

  • Led Zeppelin (1969)
  • Led Zeppelin II (1969)
  • Led Zeppelin III (1970)
  • Led Zeppelin IV (1971)
  • Houses of the Holy (1973)
  • Physical Graffiti (1975)
  • Presence (1976)
  • The Song Remains the Same (1976)
  • In Through the Out Door (1979)
  • Coda (1982)

Led Zeppelin_ი არის ბრიტანული როკ ჯგუფი (დაარსდა 1968 წლის სექტემბერში) ერთ–ერთი ჩემი უსაყვარლესი, რომლის გამოც, შეიძლება ითქვას, დავიწყე ამ ჟანრის მოსმენა. ჯგუფის წევრები იყვნენ და ზოგი მათგანი ახლაც არის: ჯიმი პეიჯი ( გიტარა ) რობერტ პლანტივოკალი ) ჯონ პოლ ჯონსი (ბას–გიტარა, და სხვა მრავალი ინსტრუმენტი) და ბოლოს მართლაც ყველა დროის საუკეთესო დრამერი ჯონ ბონემი . საერთოდ თვლება, რომ სწორედ ამ ჯგუფმა Deep Purple და Black Sabbath _თან ერთად მძიმე როკს დაუდო საფუძველი და ისინი ამ ჟანრის მიმდევრებისთვის გახდნენ სამგალითო.

Image

ჯგუფი დაიშალა ჯონ ბონემის სიკვდილის შემდეგ 1980 წელს, თუმცა ჯგუფი დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც როკის ლეგენდა.ის ერთადერთი ჯგუფია, რომლის ყველა ალბომი აშშ-ს საუკეთესო მუსიკალურ ათეულში მოხვდა და დღესაც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ტელეკომპანია VH1ის საუკეთესო 100 როკ შემსრულებელთა ჩამონათვალში პირველ ადგილზეა.  ჯგუფის წევრები არასოდეს შეცვლილა, დასაწყისიდან თავის მოღვაწეობის დასასრულამდე ეს ოთხეული ერთად იყო. სწორედ ამ მიზეზით დაიშალა ჯგუფი ბონემის სიკვდილის შემდეგ.

ლედ ზეპელინის ფესვები პირველ რიგში, მოდის ბრიტანული ბლუზით შთაგონებული ჯგუფიდან The Yardbirds სადაც ჯიმი პეიჯი გიტარისტის ამპულაში მოღვსაწეობდა. სწორედ მას გაუჩნდა იდეა ახალი ჯგუფის დაარსებისა, რომელიც ახლა ლედ ზეპელინის სახითაა ცნობილი. პირველ რიგში მან ვოკალისტად მოიწვია პლანტი, რომელიც უყოყმანოდ დათანხმდა ამსთან ბონების კანდიდატურაც ურჩია. რაც შეეხება ჯონ პოლ ჯონსს, ის პეიჯს თავისი მეუღლის რჩევით დაუკავშირდა და ჯგუფში დაიკავა ბას გიტარისტის ადგილი.

ჯგუფის თითოეული წევრის ე.წ ბექგრაუნდი საკმაოდ საინტერესოა,ამიტომ მცირედს შემოგთავაზებთ: აი მაგალითად პლანტი მოდიოდა საკმაოდ  მაღალი სოციალური მდგომარეობის მქონე ოჯახიდან და რა თქმა უნდა ოჯახის წევრებს არ ხიბლავდათ მისი მუსიკით გატაცება და აძალებდნენ ბუღალტერია ესწავლა რის გამოც სტოუნბრიჯში სწავლობდა, მაგრამ რადგან მას ეს ყველაფერი არ აინტერებდა მალევე დაანება თავი სწავლას და მშობლებსაც კი გაექცა და მუსიკალურ სამყაროში „ჩაეშვა“.  ჯონ პოლ ჯონსს საკმაოდ მარტივად ქონდა საქმე რადგან მუსიკოსთა ოჯახიდან მოდიოდა, გასაკვირი არცაა რომ ის ამდენ განსხვავებულ ინსტრუმენტზე უკრავს(ბას-გიტარა, გიტარა, რეკორდერი, კოტო, უკულულე, ფორტეპიანო, სიტარა, პიანინო, მანდოლინო, ჩელო და სხვ.)ჯონ ბონემი ჩვეულებრივი ოჯახიდან მოდიოდა,უბრალოდ ნიჭიერი იყო. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა მის ცხოვრებაში თუ იმას არ ჩავთვლით რომ საკმაოდ ირონიულად გარდაიცვალა: „ჯონი ტრაგიკულად დაიღუპა 1980 წლის 25 სექტემბერს. რესტორანში შესულმა ბონემმა დალია თექვსმეტი 400 მილილიტრიანი ჭიქა არაყი და დააყოლა ხორცის დიდი ნაჭერი. ამ ყველაფრის შემდეგ მან კვლავაც განაგრძო საუზმის მირთმევა. სტუდიაში მისული ბონემი კვლავ სვამდა. გვიან საღამოს ყველამ გადაინაცვლა პეიჯის სახლში, უინდზორში. შუაღამისას ბონემს ჩაეძინა. იგი ასწიეს და გადაიტანეს საწოლში. მეორე დილით იგი მკვდარი იპოვა ჯონ პოლ ჯონსმა“ წერენ ვიკიპედიაში. რაც შეეხება ჯგუფის შემმნელ ჯიმი პეიჯს მემგონი ამით ყველაფერი ნათქვამია, რომ მან შექმნა ლეგენდარული ჯგუფი. მის ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო, მისი ოკულტური ინტერესია: გარეგნობის ოთხი სიმბოლო პირველად გამოჩნდა ლედ ზეპელინის მეოთხე ალბომის ყდაზე, ეს სიმბოლოები პეიჯმა ამოიღო ცნობილი ინგლისელი ოკულტისტის და შავი მაგიის მიმდევრის ალისტერ ქროულის ნაშრომებიდან.ეს მისტიური სიმბოლოები წარმოადგენდა ჯგუფის თითოეული წევრის სიმბოლოს. თვითონ პეიჯის სიმბოლო იყო ე.წ. Zoso.

Image

ჯიმი პეიჯი, ჯონ პოლ ჯონსი, ჯონ ბონემი, რობერტ პლანტი.

დატოვე კომენტარი