პიერ ოგიუსტ რენუარი


Image

– პიერ ოგიუსტ რენუარი (Pierre-Auguste Renoir) იყო ფრანგი მხატვარი და მოქანდაკე, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის იმპრესიონისტული სტილის განვითარებაში. 60-წლიანი აქტიური მოღვაწეობის მანძილზე რენუარმა დაახლოებით 6 000 ტილო შექმნა, რომელთაგან საუკეთესო სურათები ამჟამად მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტად არის შეფასებული.
რენუარი დაიბადა ლიმოჟში მრავალშვილიანი, ღარიბი მკერავის ოჯახში. მას ხატვის ნიჭი ადრევე აღმოაჩნდა, თუმცა იგი ხატვის გარდა, კარგად მღეროდა და ამ თვალსაზრისით, დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ოგიუსტში მაინც მხატვრის ნიჭმა გაიმარჯვა. 1854 წელს ოჯახი ბედის საძიებლად პარიზში გადასახლდა. პატარა პიერი იძულებული გახდა, სწავლებასთან ერთად, ეტვირთა სხვადასხვა სამხატვრო სამუშაო. ის 14 წლის არც კი იყო, როდესაც ფაიფურის მოხატვით ფულს შოულობდა, ხოლო შემდეგ მარაოების, შირმებისა და ფარდების მოხატვით დაკავდა. დაგროვილი ფულით რენუარმა 1862 წელს ნატიფი ხელოვნების სკოლაში ჩააბარა, ხოლო შემდეგ შარლ გლიერის სახელოსნოში. აქ მან კლოდ მონე, ალფრედ სისლეი და ფრედერიკ ბაზილი გაიცნო.

1867 წელს რენუარი ხატავს სურათს „დიანა“, რომელიც პარიზის სალონმა არ მიიღო. თუმცა იმავე წელს შექმნილმა ტილომ „ლიზა“, 1868 წელს სალონში აღიარება მოიპოვა. სამი წლის შემდეგ, რენუარმა დახატა ლიზა ალჟირულ სამოსში და ტილოს „ალჟირელი ქალიშვილი“ (Woman of Algiers) დაარქვა. ეს საკმაოდ ხატოვანი სურათია, შექმნილი აღმოსავლურ სტილში, რომელიც იმ პერიოდში საკმაოდ აქტუალური იყო.

რენუარის ადრეული სურათები მუქ ტონებში იყო შესრულებული, სადაც ხაზგასმით გამოკვეთილი ჰქონდა შავი ფერები. „ერთ მშვენიერ დღეს ერთ-ერთ ჩვენთაგანს გამოელია შავი ფერი, და ეს იყო იმპრესიონიზმის დაბადება“ – წერდა იგი.

1874 წლის 15 აპრილს სკანდალური გამოფენის შემდეგ, იგი ძალიან დუხჭირად ცხოვრობდა. ამ პერიოდში მას ახლო ადამიანები ეხმარებიან.

მას დიდი აღიარება მოუტანა სურათმა „ცეკვა მულენ დე ლა გალეტში“ (Dance at the Moulin De La Galette). 1870-იანი წლების „მულენ დე ლა გალეტი“ წინათ წისქვილი იყო, რომელიც საცეკვაო დარბაზად გადააკეთეს. მისი ხშირი სტუმრები იყვნენ საშუალო კლასის და ბოჰემის წარმომადგენლები. ეს ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რომელიც 1876 წელს შექმნა. ეს სურათი მე-19 საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ტილოდ ითვლება. ამავე პერიოდში შექმნა „საქანელა“ (The Swing).

1883—87 წლებში მისი შემოქმედება განიცდის კრიზისს, იგი უარს ამბობს იმპრესიონისტულ მანერაზე და მუშაობს მკაცრ სტილში. ამ პერიოდს რენუარის შემოქმედებაში „მშრალ პერიოდს“ ან „ენგრის პერიოდს“ უწოდებენ. ამ პერიოდის სურათებია: „ორი გოგონა შავში“ (Two Girls in Black), „ქოლგები“ (Umbrellas), „გოგონა ქოლგით“ (Girl with a Parasol), „გოგონა მარაოთი“ (Girl with a Fan). ეს ტილოები დახატულია უფრო ცივად და მშვიდ ტონებში. რენუარი ამ სტილზე თანდათან გადადიოდა.

1892 – 95 წლებს რენუარი ატარებს ზაფხულს ზღვისპირა ქალაქ პონტავენში, რომელიც მხატვართა შორის პოპულარული იყო. აქ პოლ გოგენმა ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომელიც ერთად მუშაობდა. მათ შორის იყო რენუარიც.

რენუარების ოჯახი ხშირად სტუმრობდა ცოლის მშობლიურ ქალაქს, სადაც 1898 წელს იყიდეს სახლი. სწორედ ამ დროს რენუარს დაეწყო რევმატიული ართრიტის შეტევები.

1906 წელს მას გაუჩნდა მესამე ვაჟი, კლოდი, რომელსაც კოკოს ეძახდნენ. ის გახდა არაჩვეულებრივი ნატურა ოგიუსტის მრავალი სურათისთვის.

დროთა განმავლობაში, მხატვრის ავადმყოფობა უფრო პროგრესირდებოდა. უყავარჯნოდ გადაადგილება აღარ შეეძლო და ინვალიდის სავარძელში იჯდა. მას დამბლაც დაემართა. ამ პერიოდში ის ფუნჯს თვითონ ვერ იჭერდა, ამიტომ სხვისი დახმარებით, მოძრავ მოლბერტზე (სადაც ტილო ზევით-ქვევით მოძრაობდა) განაგრძობდა ხატვას.

ამ პერიოდში მან დაიწყო ქანდაკებების კეთებაც. ამისათვის მან „სხვისი ხელები გამოიყენა“. ახალგაზრდა ესპანელი მოქანდაკე, რიჩარდ გვინეო ძალიან დამჯერი და მონდომებული ასისტენტი აღმოჩნდა. ის რენუარის ჩანახატებს სამუშაოს დაწყებისათვის იყენებდა, ხოლო შემდეგ რენუარი კარნახობდა „ყოველ ნაბიჯს“. ასე იქმნებოდა ქანდაკებები, რომელთაც არ შეხებია რენუარის ხელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მისი შემოქმედების შედევრია.

პირველი მსოფლიო ომის დროს, 1914 წელს მისი უფროსი შვილები, ჟანი და პიერი დაიჭრნენ. მათ დედა — ალინა შარიგო უვლიდა, რომელიც 1915 წელს გარდაიცვალა.

1919 წელს, რენუარი მისივე თხოვნით წაიყვანეს ლუვრში, რომ თავისი ტილო ძველ ოსტატთა ნამუშევართა შორის ეხილა. ამავე წლის 13 დეკემბერს პიერ ოგიუსტ რენუარი გარდაიცვალა ფილტვების ანთებით. ის მისი ცოლის გვერდზე, ესუაში დაკრძალეს.

პიერ ოგიუსტის ნახატები ( სამწუხაროდ ყველა ნახატი ვერ დავტიე ამიტომ რამოდენიმეს წარმოგიდგენთ)

the theater box

the little house

lisuese

landscape

essoyes landscape

dance of buigival

72648_124938684349926_1992540956_n

582768_124938667683261_353905365_n

algerian landscape

dance at the moulin de la galatte

დატოვე კომენტარი